საბავშვო ბაღები

მეზვრიშვილი ბაღების გახსნაზე: გაცილებით მეტი რისკია, ვაგრძელებთ მსჯელობას

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"იქ გაცილებით მეტი რისკებია". - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ბაღების გახსნის შესახებ. მაზვრიშვილის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

"ამ საკითხზე დღესაც გაიმართა მსჯელობა, უბრალოდ, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. ვაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას, დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოხსნილი არ არის. უბრალოდ, იქ გაცილებით მეტი რისკებია. ამ რისკებს ვითვალისწინებთ. 

გასაგებია, რომ მშობლებს აქვთ გარკვეული ობიექტური წუხილები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა, დღის წესრიგში ეს საკითხი დგას. 

მე იმედი მაქვს, რომ უკვე მომდევნო, უახლოეს საბჭოს სხდომებზე გვექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა". - ამბობს მეზვრიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში.  

დღეს, 24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი ოქტობრიდან 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახში განაგრძობს. გადაწყვეტილება ოთხ ქალაქს - თბილისს, რუსთავს, ზუგდიდსა და ქუთაისს ეხება. რაც შეეხება ფოთსა და გორს, აქ გადაწყვეტილება ყველა კლასის მოსწავლეს შეეხება. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები. ასევე, უცნობია, როდის განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. მეზვრიშვილმა დღეს თქვა, რომ სწავლა, ამ ეტაპზე, დისტანციურად გაგრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები