არჩევნები 2020

ყველა წინასაარჩევნო მოწოდება დასავლეთიდან

საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობას არაერთმა პარტნიორმა მოუწოდა, პროცესი სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებულიყო. მათ ხაზი გაუსვეს არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე და განაცხადეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.

მოწოდებები აშშ-დან:

სამწუხარო იქნება, თუ შევიტყობთ ზეწოლის შემთხვევების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ან ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ჰქონდათ მსგავსი ფაქტების შემცველი ანგარიშები და ვიმედოვნებ, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი და დარღვევების გარეშე ჩაივლის. ეს იქნებოდა შთამბეჭდავი საქართველოსთვის. ”

“არჩევნებისადმი ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და წინაზე უკეთესი. ”

აუცილებელია კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულება იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

უნდა მოხდეს ყველა ზომის მიღება, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს. საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ-პანდემიის შემდეგ. ეს არის ის საკითხები, რის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის.”

“ვისურვებდი, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ახსნიან, როგორ გაუმკლავდებიან ამომრჩევლების პრიორიტეტებს... ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, შექმნან დაპირისპირება და დათესონ დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს ვიხილო, წყნარი და მშვიდობიანი გარემო არჩევნების და მომდევნო დღეს, რათა ხალხმა შეძლოს უსაფრთხოდ ხმის მიცემა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა. - საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.


ფოტო: https://it.usembassy.gov/our-relationship/dcm/_nik7874a/

"ვიზიარებ თქვენს ყურადღების გამახვილებას არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფაზე. თანაბარი პირობები, საარჩევნო რეფორმების ზუსტი გატარება, ადამიანის უფლებების და გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე და მის შემდეგაც. ვაფასებ ყველაფერს, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხო მგზავრობა". - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

მაიკ პომპეო
ფოტო: Dunia-rmol

"31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობასა და საქართველოს კავშირებს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან.

ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების - როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს.

ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ არის ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. ამ პრობლემას შეშფოთების მთავარ საგნად ვხედავდით წინა, 2018 წლის არჩევნების დროსაც". - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი, შერილ ფერნანდესი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
ფოტო: saukvalley

"ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად". - აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი.

ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში

"მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვუყურებდით დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. რადგან ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის და შეინარჩუნოს საარჩევნო ყუთის წესიერება.

ამ წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის. ამ მომავალი არჩევნების კარგად ჩატარება კიდევ უფრო განამტკიცებს ამ მიღწევებს და აჩვენებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიამ ხელი შეუშალა საქართველოში არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობით ყოფნას, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ახლოდან დააკვირდებიან. ამ მიზნით, აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს არჩევნებში არ ჩაერიოს. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და [ის] სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, როგორც მეგობრებსა და პარტნიორებს, და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს". - აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი, ჯინ შაჰინი.

მოწოდებები ევროკავშირიდან:

"არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს.

2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება”. - "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" ევროკავშირის მეოთხე ანგარიში.

ჯოზეფ ბორელი
ფოტო: European Interest

"ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვითა და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება". - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციის პირობებში წარიმართება. მოვუწოდებთ მთავრობას სწრაფად მიიღოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და განიხილოს რელევანტური კანონები, რომლებიც შეეხება ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მათ შორის საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური კამპანიისთვის და კამპანიის დაფინანსების სხვა დარღვევებს, ძალადობის დაუსჯელობას, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელებას, ხმების მოსყიდვას და იმას, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციაში. ასევე საჯარო მოხელეების საშუალებას, ხმა მისცენ თავისუფლად, ზეწოლისა და შიშის გარეშე". - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიში.

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის. იმ მოვლენების გამო, რაც სხვადასხვა ქვეყანაში, ევროკავშირის სამეზობლოში ვითარდება, ჩვენც აქ ევროპარლამენტში მეტ ყურადღებას ვაქცევთ ძირითად ღირებულებებს – როგორ მუშაობს დემოკრატია? როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა? მინდა, ვთხოვო საქართველოს, არ დაუშვან შეცდომები, არ დაიწყოს უკუსვლა განვითარების კუთხით, იმიტომ, რომ ევროკავშირის პირობები მარტივია – მეტი მეტისთვის, ნაკლები ნაკლებისთვის. ასე რომ, თუკი დემოკრატიის ან კანონის უზენაესობის კუთხით არის უკუსვლა, საქართველოს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამას ევროკავშირისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება”. - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მიხარია 8 მარტის შეთანხმების მიღება, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და კარგი საფუძველი შეიქმნა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადამდგარიყო. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს. როგორც ევროკავშირის ელჩს, უფრო მეტი ინტერესი მაქვს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და არა – ვინ გაიმარჯვებს. იმედია, არჩევნები მაღალი სტანდარტებით გაიმართება.”

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად. - ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

კომენტარები