ბელარუსი

უკრაინა და 6 ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა

0 კომენტარი
აქცია ბელარუსში. ოქტომბერი 2020. ფოტო: ABC

შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. ეს ქვეყნები შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ 2 ოქტომბერს დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ეხება 40 ოფიციალურ პირს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო. ამ სიაში ლუკაშენკო არ შედის.

სანქციების გაფართოების შემდეგ, ამჟამად ევროკავშირს სანქციების სიაში შედის ჯამში 59 ოფიციალური პირი, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ვაჟი, ეროვნული უშიშროების მრჩეველი.

ევროკავშირის სპიკერის, პიტერ სარნოს თქმით, ზემოაღნიშნული 7 ქვეყნის მიერ 59-ვე ოფიციალური პირისთვის სანქციების დასაწესებლად ცალკე გადაწყვეტილებაა საჭირო. 

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები