სირია

სირიაში ორი დასავლელი ჟურნალისტი დაიღუპა

სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების  განმარტებით,  ჟურნალისტები შეიწირა სარაკეტო დარტყმამ, რომელიც განხორციელდა  ჰომსის  იმ უბანში, სადაც განთავსებულია   დროებითი  მედია-ცენტრი. მოკლულები არიან, ამერიკელი მარი კოლვინი, რომელიც   Sunday Times-ში მუშაობდა  და ფრანგი ფოტორეპორტიორი რემი ოშლიკი, მათი რამდენიმე კოლეგა კი დაჭრილია. ფაქტი დაადასტურა საფრანგეთის საელჩომ.

მარი კოლვინი იყო სახელგანთქმული ჟურნალისტი.  მას არა ერთხელ მიუღია პრემია თავისი რეპორტაჟებისთვის მსოფლიოს სხვა და სხვა ცხელი  წერტილებიდან. 1993 წელს  კოლვინი   მძიმედ დაიჭრა და დაკარგა თვალი. ეს მოხდა შრი-ლანკაში, სადაც ჟურნალისტი სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას იმყოფებოდა. 28 წლის რემი ოშლიკი   საფრანგეთის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ფოტორეპორტიორი იყო.

ქალაქი ჰომსი უკვე რამდენიმე დღეა იბომბება. სირიელი აქტივისტების ცნობით , სამშაბათს განახლებულ ოპერაციას იქ უკვე   100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 

კომენტარები