რუსეთი

უფლებადამცველები Pussy Riot -ის წევრებს სინდისის პატიმრებს უწოდებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „Amnesty International“-ის რუსეთის განყოფილებაში, ჯგუფ „Pussy Riot“-ის წევრები სინდისის პატიმრებად მიიჩნიათ.

"რუსეთის ხელისუფლების მიერ გოგონების წინააღმდეგ მიღებული ამდენად მკაცრი ზომები, მათთვის ისეთი სერიოზული ბრალდების წაყენება, როგორიც არის ხულიგნობა - წარმოადგენს გაუმართლებელ მკაცრ რეაქციას მშვიდობიან და თუნდაც ბევრი ადამიანისთვის შეურაცმყოფელ აქციაზე, პოლიტიკური მრწამსის გამოსახატავად. ამდენად, გოგონები შეიძლება მივიჩნიოთ სინდისის პატიმრებად.“- უთხრა სააგენტო „ინტერფაქსს“ “Amnesty International“-ის რუსეთის განყოფილების ხელმძღვანელმა სერგეი ნიკიტინმა.

მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ცნობილი „პანკ-ლოცვის“ („ღვთისმშობელო გააგდე პუტინი“) შესრულების შემდეგ, პოლიციამ „Pussy Riot „-ის რამდენიმე წევრი დააკავა. ისინი რუსეთის პატრიარქმა კირილმა „მორწმეთა შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა, სამართალდამცველებმა კი ჯგუფის წევრებს ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს. გავრცელებული ცნობებით, მათ 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

"Pussy Riot„-ის წევრები ქალთა საპყრობილეში იმყოფებიან, ეგერთ წოდებულ სპეცკამერებში. ადვოკატების განცხადებით, დაწესებულების თანამშრომლები მათ ყველა ნაბიჯს ვიდეოკამერით აფიქსირებენ. ადვოკატები  აღნიშნავენ, რომ ამით გოგონები უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

 

კომენტარები