ისრაელი-პალესტინა

აბასი ნეთანიაჰუს მოთხოვნების წერილს უგზავნის

პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა  მაჰმუდ აბასის წერილი გადასცეს  ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამენ ნეთანიაჰუს. მასში  პალესტინელთა ლიდერი ნეთანიაჰუს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის რამდენიმე მოთხოვნას უყენებს.

ისრაელის მხარის დაპირებით პრემიერი აბასს პასუხს 14 დღეში  აცნობებს.

როგორც ცნობილია,  ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებმა არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყეს  ე.წ. მოსამზადებელი მოლაპარაკებები. ამ პროცესის მიზანი  2012 წლიდან ჩაშლილი სამშვიდობო პროცესის აღდგენა იყო, თუმცა, ეს საწყისი დიალოგიც ვერ შედგა. პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები დატოვა. მიზეზად ისრაელის მხრიდან აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ვესტ ბანკში ებრაული მშენებლობების გაგრძელება დასახელდა.

კომენტარები