დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგები

დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, სადაც წარმატება ლეიბორისტულ პარტიას ხვდა წილად, ხოლო ლონდონის მერად მეორე ვადით კონსერვატორი ბორის ჯონსონი აირჩიეს.

წლევანდელ არჩევნებზე ელექტორატის აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო.  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის კონსერვატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის 31 % მიიღო, კოალიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლიბერალ-დემოკრატების პარტიამ 16%, ხოლო ლეიბორისტებმა საერთო ხმათა რაოდენობის 38% მიიღეს. შედეგების მიხედვით ლეიბორისტულმა პარტიამ საკრებულოშჲ 823 ადგილი მოიპოვა, ხოლო კონსერვატორებმა და ლიბერალ-დემოკრატებმა ჯამშჲ 741 ადგილი დაკარგეს.

არჩევნებში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებას სააგენტო როიტერი აფასებს, როგორც ,,ბრიტანელი ხალხის მიერ მმართველი კოალიციის დასჯას, იმისთვის, რომ ეკონომიკის განვითარების ნაცვლად, მთავრობამ მხოლოდ ხარჯების შეკვეცა მოახერხა.’’

ლონდონში გამართულ მერის არჩევნებში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის, ბორის ჯონსონის მოწინააღდეგე ლონდონის ყოფილი მერი, ლეიბორისტი კენ ლივინგსტონი იყო. ბორის ჯონსონმა ხმათა რაოდენობის 3%-ით მეტი მიიღო, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ და ლონდონის მერი მეორე ვადით გახდა.

ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, საერთო ჯამში ამ არჩევნებით დადასტურდა, რომ საზოგადოებაში მთავრობის მიმართ ნდობა შესამჩნევად არის დაკარგული. 

კომენტარები