რუსეთი

რუსეთი აშშ-ს ელჩს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ მაკფოლი არაპროფესიონალიზმისთვის გააკრიტიკა და დიპლომატიური ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსეთში აშშ-ს ელჩმა მაიკლ მაკფოლმა, მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2009 წელს რუსეთი ყირგიზეთის ხელისუფლებას ფულს სთავაზობდა, იმის სანაცვლოდ, რომ ყირგიზეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზების მოქმედებები შეჩერებულიყო.

სტუდენტებთან შეხვედრისას მაიკლ მაკფოლმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ და აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ს ,,ირანის საქართველოზე გაცვლას’’ სთავაზობდა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამერიკელი დიპლომატის განცხადებები არაფროფესიონალიზმის ნიშანია და არარეალური ინფორმაციების გავრცელებას ემსახურება. 

კომენტარები