რუსეთი

რუსეთში ოპოზიციის ლიდერების სახლები გაჩხრიკეს

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსეი ნავალნის სახლი გაჩხრიკეს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით, თავად ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა.

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია იმყოფებოდა სხვა ოპოზიციონერების, მათ შორის ბორის ნემცოვისა და სერგეი უდალცოვის სახლებშიც. გაჩხრიკეს ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის საცხოვრებელი სახლიც.

6 მაისის ,,მილიონიანი მარშის'' შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ  ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარ არეულობასთან დაკავშირებულ ყველა პირს დააკავებდა.

როგორც ცნობილი გახდა, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ილია იაშინი და ქსენია სობჩაკი დაკითხვაზე 12 ივნისისთვის დაიბარეს.

მორიგი ,,მილიონიანი მარშის’’ მოწყობა მოსკოვში 12 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები