ოლიმპიური თამაშები

ქართველი ძიუდოისტი შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხორვატი ტიმოსლავ მარიანოვიჩი დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ჭრიკიშვილი დღესვე ამერიკელ ტრევის სტივენსს შეხვდება.

დღესვე ქართველი სპორტსმენებიდან ოლიმპიადაზე მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით საკვალიფიკაციო გაცურვას ჩაატარებს. კიდევ ერთი ქართველი, ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთეულთა თანრიგში ჩაერთვება. რიგით მე-2 თამაშში ანა ტატიშვილი რუს ჩოგბურთელს, ნადია პეტროვას დაუპირისპირდება.

დღესვე გაიმართება მშვილდოსანი ქრისტინე ესებუასა და დენისე ვან ლამოენის (ჩილე) 1/32–ფინალი.

 

კომენტარები