აგვისტოს ომი

Washington Post-ის რედაქცია პუტინის აღიარებას ეხმიანება

გაზეთი Washinton Post სარედაქციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც პუტინ-მედვედევის ტანდემის და აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს. წერილის მიხედვით, პუტინმა აღიარა, რომ აგვისტოს ომის შესახებ გეგმები 2007 წელს დააწყო, იქამდე კი რუსეთმა სამხრეთ ოსეთის სეპარატისები საბრძოლველად გაწვრთნა. 

წერილი ეხმიანება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დმიტრი მედვედევი მშიშარად არის წარმოჩენილი. ვიდეოში კრიტიკის ნაწილი ყოფილი გენერლიდან, იური ბალუევსკიდან მოდის. მისი თქმით, მედვედევს ეშინოდა ომის შესახებ გადაწყვეტილების მიღების და პუტინს ელოდებოდა. მედვედევმა აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მხოლოდ მან, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შესახებ. პუტინი ვიდეოს გამოეხმაურა და მედვედევს საჯაროდ შეეწინააღმდეგა. მისი თქმით, მან მართლაც დაურეკა რამდენჯერმე მაშინდელ პრეზიდენტს, მედვედევს და ომის შესახებ რჩევები მისცა. Washington Post-ის რედაქციის თქმით, ის რომ პუტინი ამ ვიდეოს გამოეხმაურა თავისათავად აჩვენებს, რომ პუტინისა და მედვედევის ტანდემი დასასრულს მიუახლოვდა. 

აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პოზიცია არის რომ საომარი მოქმქედებები პირველად საქართველომ დაიწყო. ეს პოზიცია საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც რამდენჯერმე გახმოვანდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ომისთვის გეგმა 2006 წელს შეიმუშავა, 2007 წელს კი ეს სამხედრო გეგმა დაამტკიცა. 

 

კომენტარები