აფეთქება

თბილისში ნუცუბიძის 57-ში აფეთქებისას 1 ადამიანი გარდაიცვალა

აფეთქება

თბილისში ნუცუბიძის 57-ში აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე  ამ დროისთვის ისევ მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია მინები, ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. 

აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

კომენტარები