ბედუკაძის საქმე

კბილაშვილი: ბედუკაძის საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

Archil Kbilashvili
Tabula

მთავარი პროკურორის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა - ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა რადიო პალიტრას გადაცემა რეზიუმეში ისაუბრა.

მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს, რა პოზიცია ჰქონდა შს მინისტრს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ. კბილაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და პასუხისმგებლობაც მასვე ეკისრება.

მთავარმა პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბედუკაძის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

"მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიდან გათავისუფლება ადეკვატური ქმედება იყო, რაც მე, როგორც მთავარ პროკურორს, უნდა გამეკეთებინა", - მიაჩნია კბილაშვილს.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა კბილაშვილს ლადო ბედუკაძის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით მიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის იზიარებს პრემიერის პოზიციას.

 

კომენტარები