პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები

კბილაშვილი: ველოდებით თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს

Archil Kbilashvili
Tabula
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით ხელისუფლება ელოდება, მთავრობის მრჩევლის, თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს. 
 
"თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ ის ექსპერტებთან მოითათბირებს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის კუთხით, მოგვაწდის რეკომენდაციას დაახლოებით 1 კვირაში, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს და ინტერესის კოლიზიიდან გამომდინარე, შევეცდებით დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 
 
მთავარი პროკურორის განმარტებით, მასალასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად აის გაყოფილი, თუმცა, "ყველა თანხმდება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებული იყო უკანონოდ, არის მანკიერება და უნდა განადგურდეს".

კომენტარები