გერმანია

მამაკაცი საცვალში და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მერკელის Airbus-ში შევარდა

spiegel.de

გერმანულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, დაახლოებით ერთი თვის წინ, 24 წლის მამაკაცმა შეაღწია გერმანიის ფედერალური მთავრობის თვითმფრინავში, რომლითაც კანცლერი ანგელა მერკელი მგზავრობს და ნამდვილი "დღესასწაული" მოაწყო.   

საცვლის ამარა და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში, მამაკაცმა ცარიელ თვითმფრინავში ცეცხლის ჩამქრობი ქაფი გაუშვა, გაბერა ავარიული რეზინის ტრაპი, პილოტის კაბინაში ღილაკები დააზიანა და თვითმფრინავის ფრთაზეც კი იცეკვა.

სამთავრობო Airbus 319-ს, კანცლერი მერკელის გარდა, პრეზიდენტი იოახიმ გაუკიც ხშირად იყენებს. ინციდენტის დროს თვითმფრინავი კელნის დახურული ტიპის სამხედრო აეროდრომზე იყო გაჩერებული.

მედიაში გაჟონილი 8-გვერდიანი დასკვნის თანახმად, მამაკაცის თვითმფრინავიდან ჩამოყვანას პოლიციის, კერძო დაცვისა და ბუნდესვერის არმიის წარმომადგენლების თითქმის ოთხსაათიანი ძალისხმევა დასჭირდა. საბოლოოდ კი მამაკაცი ძაღლის დახმარებით დააკავეს. ძაღლმა კანონდამრღვევს ფეხზე უკბინა, რის შედეგადაც იგი დაეცა და სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.   

კელნის პროკურატურა მედიაში გაჟონილ დასკვნის დეტალებს არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

კომენტარები