გერმანია

გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას განიხილავს

EPA-EFE/CLEMENS BILAN

გერმანიამ NATO- ტერიტორიის დაცვისთვის უკეთ მოსამზადებლად ცივი ომის დროიდან ყველაზე მასშტაბური რეფორმები წარადგინა, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენასაც მოიცავს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა NATO-ს 75-ე წლისთავზე ისაუბრა.

"ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა... ჩვენი მიზანია ბუნდესვერის (რედ. - გერმანიის შეიარაღებული ძალები) რეორგანიზაცია იმგვარად, როგორც საუკეთესო იქნება თავდაცვის შემთხვევაში, ომის შემთხვევაში. NATO- ტერიტორიაზე თავდასხმა აზრად არავის არ უნდა დაებადოს - ეს არის ის, რისი გადმოცემაც გვსურს". - თქვა პისტორიუსმა.

ბუნდესვერის არსებული სტრუქტურა გერმანიაში კრიზისების კონტროლისა და უცხოეთში ჰუმანიტარული სიტუაციების საჭიროებების შესაბამისად განვითარდა - მასში შედის 2 ოპერატიული ხელმძღვანელობა, 6 სამხედრო ორგანიზაციული არე და 27 საკოორდინაციო სააგენტო.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესვერი NATO-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ძალაა და მასში 182 000 ადამიანი მსახურობს, მისი სტრუქტურა ალიანსის წინაშე მდგარ წინაღობებთან გამკლავებაში ხელს უშლის. პისტორიუსის თქმით, რეფორმები  „სწრაფი გადაწყვეტილებების“ მიღების საშუალებას მისცემს.

პისტორიუსმა თქვა, რომ ეს რეფორმები არმიას სამომავლოდ ომისთვის საჭირო ტექნიკური განახლებები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

რეფორმების ფარგლებში ერთი ოპერატიული ხელმძღვანელობა სათავეში ჩაუდგება 4 ახალ შემადგენელ ერთეულს, რომელთა შორის კიბერომის ოპერაციები სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს გაუთანაბრდება

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მთავარ მოთხოვნას ბუნდესვერის სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გამზადება წარმოადგენს, თუკი გადაწყდება, რომ ის დააბრუნონ. გერმანიამ სავალდებულო სამხედრო გაწვევა 2011 წელს გააუქმასამინისტრო ახალგაზრდებისთვის ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდელს გერმანელ პოლიტიკოსებს მომდევნო კვირებში წარუდგენს

გერმანელ სამხედრო პირებს გეგმების განსახორციელებლად ექვსი თვე აქვთ.

კომენტარები