იპოთეკარების აქცია

ეკონომიკის მინისტრი - იპოთეკარებს ფული არ დაუბრუნდებათ

government.gov.ge

 ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით დაზარალებული იპოთეკარებს ბანკებისგან არანაირი თანხა არ დაუბრუნდებათ.

ვიცე-პრემიერის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო, დაზარალებულებს საკმაო ვადებს აძლევს, რათა მათ საკუთარი ნებით ახალ პირობებთან შეგუება შეძლონ.

"იმაზე, რომ ამ ადამიანებს ვალები ეპატიოთ, საუბარი არ არის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ადამიანური მიდგომები გამოვიყენოთ, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შესაძლებელი არ არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.            

იპოთეკარები სასტუმრო " რედისონთან" საპროტესტო აქციას მართავენ და ამბასადორიალის მონაწილე მინისტრებს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ უახლოეს მომავალში არ დაეხმარება. " ქართული ოცნების " კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსი დაეკარგება. 

კომენტარები