საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭომ, შესაძლოა, გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადოს

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადებას განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, თიკო ბერძენიშვილის თქმით, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორისგან ფინანსებთან და პროგრამებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების წარდგენა ითხოვა, რაც მათ გიორგი ბარათაშვილმა წარუდგინა, თუმცა, ბორდი ბარათაშვილის პასუხმა არ დააკმაყოფილა.

ბერძენიშვილის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიმოწერა საჯაროა და მაუწყებლის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

 

 

 

კომენტარები