მთავრობის სხდომა

ხადური: სააკაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხა 10 თვეში დახარჯა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხები სრულად დახარჯა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა სრულად გამოიყენა მთელი წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები და ის ათ თვეში დახარჯა, ანუ მომავალი ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აღარ იარსებებს.

"თანხების ძალიან დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და ყოფილი თანამდებობის პირების სწავლის დაფინანსებას, ასევე მათ სოციალურ და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს მოხმარდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი აღარ არის, თუ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ ფუნქციების შესასრულებლად და გადაუდებელი საჭიროებისათვის სახსრები დასჭირდება, თანხას საქართველოს მთავრობა გამოყოფს. 

კომენტარები