საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) წევრად აირჩიეს

საქართველო გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად 2014-16 წლების ვადით აირჩიეს. არჩევნები 30 ოქტომბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

"გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) წარმოადგენს გაერო-ს ძირითად ორგანოს, რომელიც შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას აღნიშნულ არჩევნებში"  - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

კომენტარები