უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

უმცირესობა უკრაინის შესახებ დადგენილების მიღების ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის შესახებ დადგენილების მიღების ინიციატივით გამოვიდა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

"ეს, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. განცხადება, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის. ასევე, ძალიან მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს ზეწოლა მეზობელ სახელმწფოებზე. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვისაც ძალიან პრევენციული ნაბიჯი. რუსეთს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე, რომ ჩვენს მიმართ ამ ტიპის შანტაჟი იქნება უშედეგო. სამწუხაროდ, ქართული ოცნების პოზიცია არის სხვაგვარი", - აცხადებს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით კი, განცხადების მიღება ნაჩქარევია და ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. 

"ასეთ თემებზე, უკრაინის და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა გივი თარგამაძემ იცის კარგად. ალბათ, მისგან ექნებათ კონსულტაციები მიღებული და თარგამაძე გადაწყვეტს ახლა, როგორ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს ისეთი ფრთხილი და ფაქიზი თემაა, რომ ამის გაკეთება ასე ზედაპირულად სწორად არ მიმჩნია", - ამბობს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

კომენტარები