Spotlight

ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight წელს პირველად ჩატარდება

ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight წელს პირველად ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე - Marketer.ge.

"პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის და მარკეტინგის სფეროების განვითარებას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია ახალი სივრცის შექმნით, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეძლებენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. სწორედ ამას გვპირდება Spotlight-ი", - აცხადებს პროექტის მენეჯერი ნინო ახალაია და აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია.

"საქართველოს წამყვანი მარკეტერები 14 სხვადასხვა 13-წუთიან ისტორიას გვიამბობენ. ამრიგად, ეს არ იქნება ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია ან სემინარი. სპიკერებად ჩვენ მოვიწვიეთ წამყვანი სპეციალისტები მარკეტინგის სფეროში. ეს ადამიანები არიან არა მხოლოდ ცნობადი სახეები, არამედ მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს თავიანთ კარიერაში. მათი გამოცდილება დღეს ყველასთვის საინტერესოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ აუდიტორია მოუთმენლად ელის ამგვარი ისტორიების პირველი წყაროდან მოსმენას", - ამბობს პროექტის მენეჯერი. 

ღონისძიების სპიკერები არიან ოთო ფერაძე (OTO | DEV ), ლაშა გოგუა (Bank Constanta), თორნიკე გურული (Bank Of Georgia), თეონა ბაღდავაძე (Beeline), გიგა ხატიაშვილი (919), მარიკა დარჩია (Palitra Media), გიორგი პოპიაშვილი (JWT METRO), ვატო ქავთარაძე (WindFor’s), ნინო ჯიბლაძე (Gulf Georgia), სოსო გალუმაშვილი (GEPRA), ნინო ეგაძე (Red Bull), მაკა ყუფარაძე (BOC - Global Events Group), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone), ლევან ბახია (Sarke AD studio).

კომპანია 919-ის დამფუძნებელი და Spotlight-ის ერთ-ერთი სპიკერი გიგა ხატიაშვილი პროექტში თავის მონაწილეობის მიზეზებზე საუბრობს.

"Spotlight-ში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე იმის გამო, რომ მსურს ვიპოვო თანამოაზრეები, შევიტანო საკუთარი წვლილი დარგის ჯანსაღი და აგრესიული განვითარების პროცესში. აღნიშნული ღონისძიებისგან  ახალი, გამბედავი სახეებისა და აზრების აღმოჩენას ველი", - აღნიშნავს ხატიაშვილი.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, დიდია დაინტერესება და ღონისძიებაზე დასწრების სურვილი. მათი ინფორმაციით, სპეციალურად მოწვეული სტუმრების გარდა, Spotlight-ზე დასწრება ასევე შეეძლება იმ 50 ადამიანს, რომლებიც პირველი დარეგისტრირდებიან პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე 1 დეკემბერს.

ღონისძიების ოქროს სპონსორია Tbilisi Mall, გენერალური სპონსორი - Veritas Brown Caucasus. ტექნოლოგიური პარტნიორი Huawei. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV. მხარდამჭერი: ჯეპრა, ინტერნეტტელევიზია Focus TV. მედიაპარტნიორები: რადიოპალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა, Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge, Caucasian Business Week, ტაბულა, Pink.ge, Marketer.ge.

კომენტარები