Time-ის წლის ადამიანი

Time-ის ვერსიით, წლის ადამიანი რომის პაპი ფრანცისკე გახდა

0 კომენტარი
პაპი ფრანცისკე ფოტო: independent.co.uk

ჟურნალმა Time-მა 2013 წლის ადამიანი დაასახელა - იგი რომის პაპი ფრანცისკე გახდა.

პაპი ფრანცისკე (ხორხე მარიო ბერგოლიო ) 1936 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. კარდინალი 2001 წელს გახდა. ის 1 200 წლის მანძილზე პირველი არაევროპელი პაპია.

რომის 266-ე პაპმა სახელი ფრანცისკე ასიზელის საპატივცემულოდ დაირქვა. ფრანცისკე პაპი 2013 წლის მარტში გახდა და უკვე მოახერხა ზედმეტსახელად ”ხალხის პაპის” მიღება. 

Time-ის სიაში მეორე ადგილზე ედვარდ სნოუდენი გავიდა. ის ამერიკის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორია, რომელმაც ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროვა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები