წინასაარჩევნო გარემო

უწყებათაშორისი კომისია: სასურველია პროკურატურამ აქტივისტები არ დაკითხოს

0 კომენტარი

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნოდ დაკითხვებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

უწყებათაშორისი კომისია პროკურატურის ორგანოებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოცემულ რეკომენდაციას შეახსენებს. რომლის თანახმადაც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩართულ პირთა დაკითხვისგან თავის შეკავება სასურველია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე იქმნება.

უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა უწყებათაშორის კომისიას იმ პირთა სია წარმოუდგინოს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ არიან ჩართულნი.

„სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა გონივრული უნდა იყოს და რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. სია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას არ უნდა წარმოადგენდეს“, - ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში.  

განცხადების თანახმად, უწყებათაშორისი კომისია მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით არ იზღუდება და ყველა საჯარო უწყებას, ასევე საჯარო მოსამსახურეებს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ დაკავებებზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები