ჟურნალისტების დაკავება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს ოკუპანტებს ულტიმატუმი წაუყენა

http://www.eumm.eu/

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს ოკუპანტებს ულტიმატუმი წაუყენა. მათ რუს მესაზღვრეებს კონტაქტზე გამოსასვლელად და დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად 15-წუთიანი ვადა მისცეს. ამის გარდა, ტელეკომპანია TV3-ის ხელმძღვანელობას დაკავებული ჟურნალისტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა იმედა დარსალიამ ტაბულას უთხრა, ინფორმაციის მოსაპოვებლად ტელეკომპანიამ საოკუპაციო ხაზთან დამატებითი ჯგუფები დაუშვა.

მისივე თქმით, ჟურნალისტების გათავისუფლების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებულია ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

TV3-ის ცნობით, გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები