თავდაცვის სამინისტრო

ქართული ასეული ცენტრალურ აფრიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით ხვალ გაემგზავრება

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში
www.mod.gov.ge

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის გაცილების ცერემონია ხვალ გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით გაემგზავრება. მისიას ევროკავშირი გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს.

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით თებერვალში მიმართა. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები