ნარმანიას თქმით ნორა თოდუას ქმედება დაკავშირებულია დედობრივ მზრუნველობასთან

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა ზუგდიდის სოფელ კოკში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა. 

დავით ნარმანიას თქმით, დედამისის, ნორა თოდუას ქმედება კანონდარღვევა არ არის და მხოლოდ დედობრივი მზრუნველობით იყო ნაკარნახევი. 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, სოფელ კოკის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის რამდენიმე წევრს, მათ შორის დავით ნარმანიას დედას, გაფრთხილება მისცა. 

ცნობისთვის, გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, ნორა თოდუა, ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. 

კომენტარები