ღაზის სექტორი

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჩაიშალა

REUTERS

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმმა ღაზის სექტორში, რომელიც სამ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, ექვს საათსაც ვერ გასტანა. ისრაელის არმიამ ღაზის მცხოვრებნი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს, რადგან დაჯგუფება ჰამასმა ზავის პირობები დაარღვია და სამხედროებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, ერთი ჯარისკაცი გაუჩინარდა.

ბიბისის ცნობით, გასულ ღამეს ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად, 14 პალესტინელი დაიღუპა. სულ სამ-ნახევარი კვირის განმავლობაში ოპერაციას 1400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის მხრიდან ორი მშვიდობიანი მოქალაქე და 56 ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ღაზის მხრიდან სარაკეტო იერიშების საპასუხოდ დაიწყო. 

კომენტარები