მთიანი ყარაბაღი

სომხეთის პრემიერი: ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

სომხეთის პრემიერმინისტრის ოვიკ აბრამიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შორის შეხვედრა 8 ან 9 აგვისტოს სოჭში შედგება.

„ვიმედოვნებთ, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნება მიღწეული", - აღნიშნა აბრამიანმა.

ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღთან ახლოს აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სროლა გახშირდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, გამყოფ ხაზზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ინციდენტია.

კომენტარები