გატაცება ხურვალეთიდან

ხურვალეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

ხურვალეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით გატაცებულები არიან მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები და ილია კუდუხაშვილი. ისინი სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლები არიან და ქერის მოსავლის აღების დროს გაიტაცეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში ზვერავდნენ ტერიტორიას, სადაც მოსახლეობა ქერის აღების სამუშაოებს აწარმოებენ.

ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში ყავთ გადაყვანილი - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა განუცხადა. 

"ჩვენ მყისვე ჩავერთეთ ამაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაფრთხილებულია. დღესდღეობით ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს ვიყენებთ" - აღნიშნა რატიანმა.

კომენტარები