კანონი ფარული მოსმენების შესახებ

ვანო მაჭავარიანი ვეტოზე: საზოგადოების ინტერესი დადგა პირველ ადგილას

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში სტუმრობისას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, ფარული მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადება შეაფასა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადებას ვეტო დღეს დაადო. მან პარლამენტს შესთავაზა, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი არა 28 თებერვლამდე, არამედ 1 დეკემბრამდე იყოს მიიღონ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებზე პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს. კანონპროექტი 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ გავიდა. 

კომენტარები