ფარული მოსმენების შესახებ კანონი

პრემიერის პრესსამსახური: უმრავლესობამ ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური გვერდის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა ფარული მოსმენების შესახებ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე შეთანხმდა. 

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს, მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს. უმრავლესობამ აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებებიც.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაესწრო, რომელმაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა" - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული განცხადების საპირისპირო ვერსია თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ: "მიმდინარეობდა ძალიან საქმიანი საუბარი, კამათი. ვახტანგ ხმალაძემ წარმოადგინა მისი არგუმენტები. ასევე ეკა ბესელიამ და კანონპროექტის სხვა ავტორებმა. მცდელობა არის ნაბიჯების გადადგმისკენ ერთმანეთის მიმართულებით. ამ წუთის მონაცემებით რაიმე გადაწყეტილება შეჯერების თვალსაზრისით მიღებული არ არის" - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები