ე.წ. გასაღების თემა

ქალდანი: ფარული მოსმენების გასაღებზე წვდომაზე თანხმობა არასოდეს მიმიცია

ფარული მოსმენების გასაღებზე წვდომაზე თანხმობა არასოდეს მიმიცია - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა.

ქალდანი თქმით მისი, როგორც საზედამხედველო ორგანოს ფუნქციაა პროცესის მონიტორინგი და არა პროცესის მონაწილეობა.

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ინსპექტორი პოზიტიურად აფასებს მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცვლილებებს და საკომიტეტო სხდომაზე წარმოადგინა ბევრი ახალი წინადადება, რომელიც გაზიარებულ იქნა.

ქალდანის თქმით წინადადებები, რომელიც ინსპექტორმა ოფიციალურად გაუგზავნა პარლამენტს, ეხებოდა მხოლოდ ინსპექტორის საზედამხედველო ფუნქციის ნაწილს, რომ კონტროლი უნდა განხორციელდეს ყველა იმ პროცესზე, რომელზეც გაიცემა სასამართლოს ნებართვა და ეხება პირად ცხოვრებაში ჩარევას და ფარული მოსმენების არცერთი წუთი არ უნდა დარჩეს კონტროლის გარეშე.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ სწორად დაინახონ ინსპექტორის ფუნქცია - ზედამხედველობა გაუწიოს ქვეყანაში „პერსონალური მონაცემებთა დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებას და ადამიანის უფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების უფლების დაცვას.

კომენტარები