ე.წ. გასაღების თემა

ბესელია: ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება

reportiori.ge

პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის საკითზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხვალ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს მათ მიერ მომზადებულ ინიციატივას გააცნობენ, რომლის მიხედვითაც მოსმენებზე ორგასაღებიანი სისტემა უნდა არსებობდეს.

"ორი გასაღების პრინციპი მაღალი სტანდარტია. ერთი გასაღები უნდა იყოს პერსონალურ ინფორმაციათა დაცვის ინსპექტორი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტი და მეორე, რაც უსაფრთხოების ნაწილია, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება" - განაცხადა ბესელიამ იმედის ეთერში.

ბესელიას თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტის რეგისტრაციის ვადა ორ დღეში იწურება.

კომენტარები