ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობა

ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლი განაახლა

ბელარუსმა რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლი აღადგინა, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან, საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ აღარ მოქმედებდა. ქვეყნის საბაჟო სამსახურის განცხადებით, მებაჟეები მხოლოდ მონიტორინგს ატარებენ. პრობლემები რუსეთსა და ბელარუსს შორის მოსკოვის მიერ ევროპული სასურსათო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ დაიწყო, რადგან, რუსეთის მტკიცებით, აკრძალული საქონელი ბელარუსიდან შემოდიოდა.

მოსკოვმა მინსკთან ამ იმპორტის აკრძალვის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კი მოსკოვი საბაჟო კავშირის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები