ირაკლი ალასანიას ინტერვიუ

ალასანია: კოალიციასთან წყალგამყოფი იყო თავდაცვისუნარიანობაზე უთანხმოება

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "მთავარი წყალგამყოფი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ჩვენი უთანხმოება". ირაკლი ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში კოალიცია ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "როდესაც გაგვეხსნა შეიარაღების საერთაშორისო ბაზარი და მოვახერხეთ, მიგვეღწია ჩვენთვის სასურველი თავდაცვითი შეიარაღებები ყოფილიყო მოწოდებული, ამ დროს დავინახეთ პოზიციებში სხვაობა და სურვილი, ეს პროცესი გაჩერებულიყო".

"შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავება (და ისინი პირადი ტყვეები არიან ამ პოლიტიკური ინტრიგის და ივანიშვილის), მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ მივიღეთ მაინც გადაწყვეტილება და ამ ხელშეკრულებებს ხელი მოვაწერეთ" - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ პიროვნული უთანხმოება ჰქონდა, ამასთან, "კოალიციაში გვიყურებდნენ როგორც კონკურენტებს და არა როგორც პარტნიორებს". ირაკლი ალასანია იქვე აღნიშნავს, რომ თავის დროზე კოალიციაში გაწევრიანებით "აბსოლუტურად სწორი გავაკეთეთ, რადგან ის საქმეები, რაც იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და ღირსეული, მივიყვანეთ ბოლომდე და შემდეგ უკვე ახალი ამოცანები იდგა ჩვენ წინ და განსაკუთრებით, მთავარი და ცენტრალური რაც იყო, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ასევე, რაც გავაკეთეთ 2012 წელს, გასაკეთებელი იყო და მადლიერი ვარ ყველა თანამებრძოლის" - თქვა ალასანიამ.

კომენტარები