ვლადიმირ პუტინი

პუტინმა კადიროვი და მკვლელობაში ბრალდებული დეპუტატი ორდენებით დააჯილდოვა

ვლადიმირ პუტინი
Time

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბრძანებულების თანახმად, ჩეჩნეთის პრეზიდენტს ჯილდო შრომითი მიღწევებისთვის და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიენიჭა. მანამდე, ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავების შემდეგ, რამზან კადიროვმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მთავარ ბრალდებულს რუსეთის პატრიოტად და ღრმად მორწმუნე ადამიანად მოიხსენიებს.

პუტინის ამავე ბრძანებულების თანახმად, ორდენი მამულის წინაშე დამსახურებისთვის სახელმწიფო სათათბიროს წევრს ანდრეი ლუგოვოის მიენიჭა, რომელიც ბრიტანეთის პროკურატურის მიერ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაშია ბრალდებული.

კომენტარები