ზვიად ჯანყარაშვილი

ელისო კილაძეს თბილისის პროკურატურაში 4 საათზე მეტია, კითხავენ

primerinfo.ge

ელისო კილაძეს თბილისის პროკურატურაში 4 საათია კითხავენ. შესვლამდე გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორმა თქვა, რომ მას ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებულ გამოძიებაზე მოწმის სახით დაკითხავენ, თუმცა დამატებითი დეტალები კილაძისთვის ცნობილი არ იყო.

ელისო კილაძის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პროკურორმაც. დავით ნეფარიძის თქმით, გამოძიება ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ჯანყარაშვილმა საგამოძიებო უწყებას ელისო კილაძის იმ პუბლიკაციების შემდეგ მიმართა, რომელშიც მაღალჩინოსნების მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ქონების მითვისებაზე იყო საუბარი.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. 2014 წლის აპრილში მან თანამდებობა დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა, პრემიერთან ნათესაური კავშირი სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. 2014 წლის ოქტომბერშივე ჯანყარაშვილი პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. მან ეს პოსტიც დატოვა 6 დეკემბერს. მისი სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, ჯანყარაშვილის ბიზნესინტერესები კი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების საგანი გახდა.

კომენტარები