დაკავება ვაკის პარკში

ვაკის პარკში დაკავებული გიორგი ჭანტურია სიტყვიერი გაფრთხილებით გაანთავისუფლეს

REUTERS

ვაკის პარკში დაკავებული გიორგი ჭანტურია საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაანთავისუფლა, ხოლო გიორგი ჩინჩალაძეს 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ყველა დაკავებულის საქმეს სასამართლო სათითაოდ განიხილავს. ყველა ბრალდებულს ერთი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს. მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა, ხოლო ნაწილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. რუსთავი 2-თან საუბარში ველიჯანაშვილი ამბობს, რომ დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

ვაკის პარკში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე მივიდა, რომელსაც დაკავებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები