სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე და მისი თანამზრახველი დააკავეს. მათ მოქალაქისგან ქრთამის სახით 4000 დოლარი აიღეს. სანაცვლოდ მოქალაქეს ძვირფასი ლითონების საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო წესების გვერდის ავლით, უკანონოდ, გადმოტანაში დაეხმარნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ასევე დაკავებულია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი.

გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

კომენტარები