სტიქია თბილისში

პრემიერის დავალებით საგანგებო შტაბი შეიქმნა

radiotavisupleba.ge

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

პრემიერის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.

საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.

კომენტარები