საქართველოს ბიუჯეტი

ჯაფარიძე: პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება. მისი თქმით, პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ვნახავთ, რომ რეალურად არაფერი იცვლება. გარკვეული თანხები მცირე რაოდენობით ჩამოჭრილია სხვადასხვა სამინისტროებისთვის და ეს თანხები ჯამურად გადატანილია სტიქიით მიღებული ზიანის აღმოფხვრისთვის. მთავრობა ისე იქცევა, თითქოს ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემები არ არის და არ არსებობს სავალუტო კრიზისი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება", - აცხადებს ჯაფარიძე. 

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად დღეს წარედგინა.

 

კომენტარები