EBRD

კალაძე EBRD-ზე: მე არ ვარ იმნაირი

ტაბულა

"მე არ ვარ იმნაირი, თქვენ როგორც ფიქრობთ - არ დავდივარ ეგეთ ღონისძიებებზე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა", - უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ქრონიკის შეკითხვას, იყო თუ არა EBRD-ის ღონისძიებებზე ნამყოფი. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება EBRD-თან აქტიურად თანამშრომლობს. 

"წლებია, ეს თანამშრომლობა გვაქვს და მათ წლევანდელი წელი ენერგეტიკაში პრიორიტეტად გამოაცხადეს და მნიშვნელოვანი პროექტები დააფინანსეს, ისეთი პროექტები, როგორიც არის დარიალის ჰიდროელექტროსადგური, ასევე ბათუმში - ”ტატა ფაუერი”. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი, თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ამ პროექტებთან მიმართებით იქნება წარმატებული", - ამბობს ვიცეპრემიერი იმედთან საუბრისას.

გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა EBRD-ი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია. მისი განცხადებით, "მე EBRD-ზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ EBRD-ზე 10 წლის განმავლობაში. ეს EBRD-ობა ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან, ძალიან ძნელია".

კომენტარები