საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას განაახლებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი მომავალი კვირიდან მუშაობას განაახლებს. საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სექტემბრის პირველ კვირაშივე გაიმართება პლენარული სხდომები.

ერთ-ერთი პირველი საკითხი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე დადებული ვეტოს დაძლევა იქნება. ასევე პროკურატურის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობა გაგრძელდება. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას საპროკურორო საბჭო, რომელსაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. საბოლოოდ კი მას პარლამენტი 6 წლის ვადით დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტი მესამე მოსმენით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს. კანონპროექტი საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირებას ითვალისწინებს.

კომენტარები