არჩევნები საბერძნეთში

ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში 20 სექტემბრისთვის დაინიშნა

BBC

ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში 20 სექტემბრისთვის დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა მოაწერა. ამავე ბრძანებთ მან მოქმედი პარლამენტი დაითხოვა.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პრემიერ ალექსის ციპრასის გადაგომისა და მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ გახდა აუცილებელი.

მანამდე გარდამავალ მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარე ვასილიკი ტანუ ქრისტოფილუ უხელმზღვანელებს. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერი ქალია. ტანუ, ისევე როგორც მისი წინამორბედი ციპრაცი, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა.

კომენტარები