National Geographic Partners

Fox-მა National Geographic-ის 73%-იანი წილი იყიდა

რუპერტ მერდოკის 21st Century Fox-მა National Geographic-ის 73%-იანი წილი იყიდა. National Geographic 127 წლის განმავლობაში არაკომერციული ორგანიზაცია იყო. Fox-მა კი 725 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა იმაში, რომ National Geographic-თან ერთობლივი კომერციული კომპანია შეექმნა. 

კომპანიის სახელწოდება National Geographic Partners იქნება. მასში შევა, გამოცემა National Geographic, National Geographic-ის სტუდიები, ციფრული და სოციალური მედიის პლატფორმები, წიგნები, რუკები, ბავშვების მედია და სხვა.

National Geographic Partners-ის დარჩენილი, 27%-იანი წილის მფლობელი საზოგადოება National Geographic იქნება.

National Geographic-მა პირველად საკუთარი არხი Fox-თან თანამშრომლობით 1997 წელს შექმნა. National Geographic-ის განცხადებით, ახალი კომპანია ამ პარტნიორობას გააფართოვებს.

კომენტარები