არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, თავისუფალი ზონის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს

ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია მეორე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე მისულნი იყვნენ თავისუფალი ზონის წარმომადგენლები, რომლებმაც მოაწყვეს პროვოკაცია, გაუტეხეს მანქანა ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს, რასაც მოჰყვა ინციდენტი, გაწევ-გამოწევა, შეკამათება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს იყო პროვოკაცია და საბოლოო ჯამში სიტუაცია დასტაბილურდა. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ იარაღიც გამოიყენეს, ამასთან დაკავშირებით პოლიცია არის ადგილზე მისული, ატარებენ მოკვლევას და საბოლოოდ პოლიცია იტყვის, თუ როგორ წარიმართა მოვლენები. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე

კომენტარები