საქართველოს პარლამენტი

ჟორჟოლიანი თოფაძეზე: პარლამენტში უფრო არაკორექტულ განცხადებებსაც ვისმენთ

ბატონი გოგი თოფაძე რაღას წყაროს ეყრდნობოდა, ციტირება თითქოს მოახდინა და ეს ციტირება მან უნდა წარმოაჩინოს. ზოგადად, საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენ ხშირად ვისმენთ ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს. ეს ციტატა ქმნის უხერხულობას და ალბათ, ბატონ გოგის აქვს წყარო. თუ არ აქვს, მაშინ შეცდომაში ჰყავს ვიღაცას შეყვანილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებაზე. ცნობისთვის, პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენების შემდეგ, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ "თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ".

კომენტარები