საქართველოს პარლამენტი

თოფაძე: ყველა ამაყმა ქართველმა კარგად გაიგო და სწორად მიიღო ჩემი განცხადება

ჩემი ტელეფონი ჩემი ამ განცხადების მერე არ გაჩერებულა, მთელი ღამე არ დამაძინეს, იმდენი რეკავდა, იმდენი სწორად აფასებდა ჩემს შეფასებას. ყველა ამაყი ქართველი, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყნად, იმან ძალიან კარგად გაიგო და სწორად მიიღო, რომ ასეთი შეფასება საკუთარი ხალხის დაუშვებელია ქვეყნის პრეზიდენტისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გადაცემა პრიორიტეტში. ცნობისთვის, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ "თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ".

კომენტარები