თბილისის მერია

ნარმანია ბაღის დირექტორების გათავისუფლებაზე: ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში

ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი პატარები და იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ვაკეთებთ ყველაფერს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, მექანიზმები.

თბილისის მერი დავით ნარმანია საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორების პროტესტზე.

კომენტარები